ბორჯომში შალვა აბულაძის მფლობელობაში არსებული კაფე დაიწვა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით დამწვარია სამზარეულოს ნაწილი. ხანძრის გამომწვევ მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ხანძრის გაჩენის ფაქტს ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარებს. ის პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრალდებული. სამართალდამცველების დაჭრის ფაქტი ვარკეთილში 4 აპრილს მოხდა. ერთ-ერთი მათგანი, ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
You must be logged in to post a comment.