”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის საჯარო სამსახურში კონკურსის შედეგად 20 ადამიანი დასაქმდა

2, adigeni partiebi.avi_000107520ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 20–მა  ახალმა  თანამშრომელმა,  რომელთაც საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს, საქმიანობას შეუდგნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კანონმდებლობის თანახმად, მათ დანიშვნას ხელი ერთი კვირის ვადაში  მოაწერა და რამდენიმე მათგანი, თვითმართველობის  თანამშრომლებს  ყოველკვირეულ თათბირზე  წარუდგინა.

ზაქარია ენდელაძის თქმით,  ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი  სრული კანონის დაცვით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ  ადიგენში 20 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 20 მარტს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის მდივნის მუხრან ხარშილაძის განმარტებით, გამგაობაში 122 განაცხადი შევიდა. პირველი ეტაპი, ანუ საბუთების გადარჩევის ეტაპი 117–მა კონკურსანტმა გაიარა.  მეორე ეტაპზე – ტესტირებაზე 76 პიროვნება გამოცხადდა, საიდანაც ბარიერი 36–მა მათგანმა გადალახა.  თუმცა საჯარო სამსახურში მათგან 20 ადამიანი დასაქმდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე