”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში მამაკაცი დაჭრეს

Untitled(10)ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 3 აპრილს, თორის ქუჩაზე, ღამის 02:00 საათზე მოხდა. დამნაშავე გამოძიებას ამ ეტაპზე არ გამოუვლენია, თუმცა დაკავებულია ორი პიროვნება.  აღკვეთის შესაფარდებლად სასამართლო სხდომა დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

როგორც პროკურორმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, სამართალდამცველები დაჭრის ადგილიდან სისხლის კვალს გაჰყვნენ და ერთ–ერთ ბინამდე მივიდნენ. ბინაში მცხოვრებმა ძმებმა, პოლიციას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში ხელი შეუშალეს, რის გამოც სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს. დაკავების შემდეგ კი მათი სახლი გაჩხრიკეს.

ძმებს რ.ნ-სა და ლ.ნ-ს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სსკ–ის 353–ე, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლით ედებათ, რაც თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად, პირობით მსჯავრში იმყოფება.  ბრალს არცერთი მათგანი აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/130099-borjomshi-akhalgazrda-mamakatsi-dachres-siskhlis-kvalma-samartaldamtsvelebi-binamde-miiyvana

Information

This entry was posted on 05/04/2015 by in სამართალი and tagged , .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე