”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სააპელაციო სასამართლომ ბესიკ ბლიაძე გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი უდანაშაულოდ ცნო და ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააუქმა.

სასამართლო სხდომა დედაქალაქში მიმდინარე წლის  3 აპრილს გაიმართა. როგორც  „მეცხრე არხთან“ სატელეფონო საუბარში  ბესიკ ბლიაძე აცხადებს, დარწმუნებული იყო, რომ  სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ყოფილი გამგებლის თქმით, სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი, რომელიც მისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვდა. ბესიკ ბლიაძის თქმით, პროკურორს  არგუმენტირებული მიზეზი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით  ედებოდა, რაც  სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი 10 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ,  დამნაშავედ ცნო და 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე