აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ ახალციხის ციხე ლურჯად განათდა. აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision“–ის ორგანიზებით, უკვე მეორე წელია ხორციელდება.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, World Vision საქართველო აცნობიერებს აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას და ყოველ წლიურად, სხვადასხვა აქტივობით აქტიურად უერთდება მსოფლიო კამპანიას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, 2008 წლიდან, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება. აუტიზმის სიმბოლური ფერი არის ლურჯი, ამიტომ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ამ დღეს, შენობებს ლურჯად ანათებენ და სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ.
You must be logged in to post a comment.