ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ დროისათვის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ადგილობრივი სამშენებლო კომპანია „მესხეთი ავტო გზა“ ასრულებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.
მერის მოადგილის განმარტებით, გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო. თუმცა, ზაზა გელაძის თქმით, კლიმატური პირობების გამო, პროექტი გარდამავალი გახდა. გარდა ამისა, საჭიროებამ მოითხოვა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაც.
გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 173 ათასი ლარია გამოყოფილი.