”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერია “თვალის წყლის” რეაბილიტაციას გეგმავს

ახალციხის მერია, მარდის დასახლებაში მდებარე,  მოსახლეობის  ჯანმრთელობისათვის საშიში  „თვალის წყლის“ რეაბილიტაციას იწყებს. ქალაქის თავის განმარტებით, წყაროს მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება და მას პირვანდელი სახე დაუბრუნდება. გიორგი კოპაძის თქმით, თავდაპირველად, წყალში ბაქტერიების არსებობის მიზეზი დადგინდება.  შემდეგ კი წყაროს ვიზუალური მხარე შეიცვლება.  მისივე თქმით, პროექტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მარდის დასახლებაში არსებულ წყაროს წყალში საშიში ბაქტერიების არსებობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს   ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა.  წყაროდან აღებულ სინჯში, კვლევამ საერთო კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა დაადგინა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი ე.წ თვალის წყლით დღემდე სარგებლობს.

სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა მიაწოდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე