”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რას ფიქრობენ ახალციხეში მტკვრის დაშრობის შესახებ?

საინტერესოა, რამდენად იცნობს ახალციხეში მცხოვრები მოსახლეობა ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემას. მტკვრის დაშრობასთან დაკავშირებით გადამღებმა ჯგუფმა ადგილობრივებთან გამოკითხვა ჩაატარა.

მტკვარზე წყლის დონის დაკლებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,მე–9 არხმა“ გამოკითხვა ჩაატარა. ახალციხეში მცხოვრები ადგილობრივების უმრავლესობა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ იციან.

მდინარის დაშრობასთან დაკავშირებით, ყველა გამოკითხული ,,მე–9 არხთან“ ვარაუდობს, რომ პრობლემა თურქული მხარის დაუდევრობამ გამოიწვია , სადაც კაშხლის მშენებლობა მიმიდნარეობს. მათივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ მეზობელ ქვეყანასთან აქტიური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.

ახალციხის მაცხოვრებლები წყლის დონის კლებისგან გამოწვეულ შედეგებზეც საუბრობენ. მათი თქმით, მდინარის დაშრობა ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს და ფლორა და ფაუნა  ბუნებრივი კატასტროფის წინაშე დადგება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მტკვრის დონის დაკლება ნოემბრის თვეში დაიწყო. მას შემდეგ პრობლემა მოუგვარებელია, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ოფიციალური კომენტარი დეკემბრის შედეგ არ გაუკეთებია.

 

Information

This entry was posted on 01/04/2015 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე