”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხეში სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს. დღეს დასუფთავების სამსახურმა ივერიელის ქუჩაზე არსებული არხები გაასუფთავა.  როგორც შპს „კეთილმოწყობაში“ ამბობენ, აქცია  მთელ  ქალაქს მოიცავს. დასუფთავების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ადგილობრივებს მიმართავს, რომ არხებში ნაგავი არ ჩაყარონ. სანიაღვრე სისტემის გაწმენდით სამუშაოებს მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება  ქალაქის სისუფთავეზე მუდმივად იზრუნებს.  კეთილმოწყობის სამსახურმა  გეგმიური სამუშაოები 28 მარტს დაიწყო და 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Information

This entry was posted on 01/04/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე