ახალციხეში ინტელექტუალური თამაში „ რა? სად? როდის?“ გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 21–მა სკოლამ მიიღო. ღონისძიება მეხუთე საჯარო სკოლაში ჩატარდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.გამგებლის მოადგილის თქმით, საკონკურსო კითხვები, ძირითადად, სასწავლო პროგრამიდან იყო შედგენილი, ასევე შეეხებოდა ზოგად განათლებასაც. შეჯიბრის შედეგად 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მათ ორგანიზატორებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ინტელექტუალური შეჯიბრი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდება. „რა? სად ? როდის?“ გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გასულ წელსაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14–მა სკოლამ მიიღო.