”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტარიელ ლონდარიძე პრეზიდენტს არჩევნებამდე ქვეყნის მართვის საკუთარ თავზე აღებას ურჩევს

aspსაპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების” თავმჯდომარემ ტარიელ ლონდარიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, კრიზისული მთავრობა დააკომპლექტოს და მომავალ არჩევნებამდე – გარდამავალ პერიოდში, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღოს.

ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, თავდაცვასა და უსაფთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობას თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების განვითარების არანაირი გეგმა გააჩნია.

ამასთან, დეპუტატმა პრეზიდეტს მოუწოდა, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსადალი, იყოს კრიტიკული, რადგან კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღება მას მოუწევს.

“პრეზიდენტმა ბრძანა, რომ თავდაცვის დღევანდელმა მინისტრმა ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმის გეგმა წარუდგინა. პრეზიდენტო, მინდა გითხრათ, რომ თუკი თავდაცვის მინისტრის 2015 და 2016 წლების გეგმას, ხედვას გადახედავთ, რომელიც მთავარი დოკუმენტია ქართული შეიარებული ძალების მიერ ორი წლის განმავლობაში გასავლელი გზისა, იქ ვერაფერს დადებითს ვერ დაინახავთ და დარწმუნედებით, რომ მინდია ჯანელიძეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების არანაირი გეგმა არ გააჩნია. დღევანდელი ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელი სრულდება და, როცა დღეს ჯანელიძე ამბობს, რომ რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის გეგმის შემუშავებას ახლა იწყებს, ამაზე პასუხი უნდა არსებობდეს – რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და მინდია ჯანელიძეს, რომელიც პრემიერთან არსებული უსაფთხოების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, აქამდე გეგმა არ გააჩნდა და ახლა იწყებს რეზრევისა და მობილიზაციის გეგმის შემუშავებას?! სად იყო ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია?! არც ალასანიას არ ჰქონდა ეს გეგმა?! აგებს თუ არა ალასანია და გენერალური შტაბი პასუხს იმაზე, რომ სამი წლის განმავლობაში ასეთი გეგმა არა გააჩნიათ. რას ნიშნავს ის, რომ გადაიხედება საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო გეგმები?! სამი წლის განმავლობაში ნუთი არ არსებობდა გეგმა იმისა, თუ როგორ დაიცავს საქართველო საჰაერო სივრცეს და როგორ უნდა განავითაროს საარტელერიო, ანტისანტაკო ქვედანაყოფები?!”, – განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

დეპუტატმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ უმაღლესი მთავარსარდლის პარლამენტში გამოსვლას არ ესწრება თავდაცვის მინისტრი და ამას პრეზიდენტისადმი უპატიცემულობა უწოდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე