”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ურაველში პრიორიტეტის შესარჩევად ხელმოწერები გროვდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შერჩევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რომელი პრობლემის მოგვარება სურს მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 9 სოფელში ვერ წყვეტენ. ზოგიერთ დასახლებაში კრება უკვე მესამედ იმართება, ზოგგან კი პრიორიტეტის შერჩევისათვის ადგილობრივების ხელმოწერები გროვდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 9 დასახლებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შერჩევა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.   რა მიმართულებით დაიხარჯება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხა, ვალეში, აწყურში, აგარაში, ზიკილიაში, მუგარეთში, წნისში, ზემო სხვილისში, ანდრიაწმინდასა და ურაველში ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პრიორიტეტი ვერც მეორე კრებაზე  შეირჩა სოფელ ურაველში. აქ მოსახლეობის ნაწილმა საბავშო ბაღის მშენებლობა, ნაწილმა კი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასახელა. ამის გამო, სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გარდა ამისა, დასახლებაში მაცხოვრებელთა ერთი ნაწილი სავალი გზის მოწესრიგებაზე საუბრობდა, თუმცა როგორც გამგებლის წარმომადგენელი ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში ემზარ ოქრომელიძე ამბობს, ისინი კრებაზე არ გამოცხადნენ და აღნიშნული პრიორიტეტიც არავის დაუსახელებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე დღესვე ვალის ტერიტორიაზე, ე.წ ,,მეორე შახტის“ დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ბინების გადაცემის საკითხზეც ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა მელიქიძემ რწმუნებულსა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს საცხოვრებელთა აღწერა დაავალა. მისი თქმით, ბინა, რომელშიც არავინ ცხოვრობს და დაკეტილია უნდა აღიწეროს, რის შემდეგაც იქ ოჯახები შესახლდებიან.

ტრადიციულ თათბირზე საუბარი ხვნის ბარათებსაც შეეხო. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ხვნის ბარათების უმეტესი ნაწილი  დარიგებულია, ამ დრიოსთვის კი მხოლოდ  ის ბარათებია დარჩენილი, რომლის მესაკუთრეებიც საკუთარ სოფლებში ამ ეტაპზე არ ცხოვრობენ.

გამგეობის თათბირზე დღეს მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იყო. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, 2015 წელს მოსაგვარებელ პრობლემათა უმეტესობა წყლის სისტემის მოწესრიგებაზე მოდის. რაც შეეხება ერთ–ერთ ყველაზე ხშირად დასახელებულ პრიორიტეტს – რიტიუალების სახლს, სახელმწიფო თანხა ამ კუთხით 2015–შიც დაიხარჯება. ახალციხის მუნციპალიტეტიში რიტუალების სახლის  6  შენობის კეთილმოწყობა იგეგმება, რომლის რეაბილიტაციაც პოროგრამის ფარგლებში  წინა წლებში დაიწყო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე