”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერია სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრებს გადასცემს

ახალციხეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები სააღდგომო საჩუქრებს მიიღებენ. ქალაქის მერია დღესასწაულისათვის 168 ბენეფიციარს პასკასა და კვერცხს გადასცემს. მათგან 145 ოჯახს კი დამატებით, 50 ლარის ოდენობით, ერთჯერადი თანხა გადაეცემა.

როგორც ქალაქის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი განმარტავს, სააღდგომო საჩუქარს, ძირითადად, ის პირები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის მზრუნველობამოკლებულთა  უფასო სასდილოთი სარგებლობენ.

მიმდინარე წელს, სააღდგომო ნობათი ადგილობრივი თვითმმართველობისგან არ გადაეცემათ იძულებით გადაადგილებულ პირებს. მერიაში ამბობენ, რომ ისინი  გარკვეული შეღავათებით მთელი წლის განმავლობაში სარგებლობენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე