”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დევნილები და სოციალურად დაუცველები სააღდგომო ნობათს მიიღებენ

a1270056711ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულთა და სოციალურად შეჭირვებულთა ოჯახები გამგეობისგან სააღდგომო ნობათს მიიღებენ.  საქველმოქმედო აქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 030 ლარი გამოიყოფა, რაც 29 ოჯახისთვის სასურსათე პაკეტის შეძენას მოხმარდება.  მის შემადგენლობაში შაქარი, ზეთი, ფქვილი და სააღდგომო ნამცხვარი შევა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის ქეთი ინასარიძის თქმით, ერთი სასურსათე პაკეტის ღირებულება 70 ლარს შეადგენს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე