”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის კონტეინერები განთავსდება

AXALCIXIS GAMGEOBAახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის კონტეინერები განთავსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მის შესაძენად 26 999 ლარი უკვე დაიხარჯა, რომელიც 43 კონტეინერის შეძენას მოხმარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის ქეთი ინასარიძის განმარტებით, დამატებით 50 კონტეინერის შეძენა გახდა საჭირო, რისთვისაც თემის ბიუჯეტიდან 58 000 ლარამდე თანხა გამოიყოფა.  კონტეინერები სოფლებში საჭიროების მიხედვით გადანაწილდება.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილება დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

აღნიშნულის გარდა, ცვლილებებია დევნილთა და სოციალურად დაუცველთათვის სააღდგომო ნობათის შეძენას, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციასა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით.

ბიუჯეტში შესული ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე