ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო– მასში მონაწილეობას ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 სკოლა იღებს. ახალგაზრდები ერთმანეთს ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობასა და „მხიარულ სტარტებში“ შეეჯიბრებიან.
ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ახალციხეში გამარჯვებული სკოლა ანაკლიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ფინალურ შეჯიბრში მიიღებს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდები კი მონაწილეობას 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღებენ, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.
ახალციხეში ტურნირი 24 აპრილამდე გაგრძელდება, სხვადასხვა სპორტის სახეობაში შეჯიბრებები ეტაპობრივად გაიმართება. ჩემპიონატს ადგილობროივ დონეზე ორგანიზებას ქალაქ ახალციხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.