ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. შერჩეული თანამშრომლების სია საკონკურსო კომისიამ მუნიციპალიტეტის გამგებელს უკვე წარუდგინა.
ადიგენში 20 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 20 მარტს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის მდივნის მუხრან ხარშილაძის განმარტებით, გამგაობაში 122 განაცხადი შევიდა. პირველი ეტაპზე, ანუ საბუთების გადარჩევით 117 კონკურსანტი შეირჩა.
მეორე ეტაპზე – ტესტირებაზე 76 პიროვნება გამოცხადდა. მათგან ბარიერი 36–მა გადალახა.
მუხრან ხარშილაძის თქმით, გასაუბრებაში, ტესტირების გარეშე ის კონკურსანტებიც ჩაერთვნენ, რომელებმაც წინა კონკურსზე ტესტირების ბარიერი გადალახეს, თუმცა გასაუბრება ვერ გაიარეს. საკონკურსო კომისიის მდივნის განმარტებით, მესამე ეტაპში ჩართვის მოთხოვნით გამგეობას 16–მა ასეთმა პიროვნებამ მიმართა.
ჯამში გასაუბრების ეტაპზე 52 კონკურსანტი გამოცხადდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში მათგან 20 ადამიანი დასაქმდება.
კონკურსი ადიგენში 27 მარტს დასრულდა.
კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი საჯარო მოხელეებს თანამდებობებზე ერთი კვირის ვადაში დანიშნავს.
You must be logged in to post a comment.