ჰომოფობია და ლბტ წარმომადგენელ ქალთა უფლებები–ამ საკითხებზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდა მოეწყო. ღონისძიებას ორგანიზება თავად ცენტრმა გაუწია, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ჯგუფები, „მესხ ქალთა გაერთიანების“ წევრები, ახალგაზრდები და საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. დისკუსიას გენდერული საკითხების ექსპერტი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი გაუძღვა. ეკა აღდგომელაშვილმა განმარტა, რომ საქართველში ლბტ ანუ, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების უფლებები დაცული უნდა იყოს, რადგან მისი თქმით, განსხავებულობა ეს დანაშაული არ არის.