რა პრობლემები აქვთ გლეხებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რატომ ვერ ხდება დროულად მიწის ნაკვეთების დამუშავება და მოგვარდება თუ არა მოსახლეობისათვის აღნიშნული პრობლემები? –ამასთან დაკავშირებით, დღეს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. მას რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო, რომელთაც მოსახლეობის პრობლემები შპ.ს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორს გააცნეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსახლეობის 65% ხვნის ბარათებს უკან აბრუნებს, რადგან მიწის ნაკვეთები საკუთარი ხარჯებით უკვე დაამუშავეს.
„მექანიზატორის“ გენერალურმა დირექტორმა დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სოფლებში ინფორმაციის ნაკლებობაა, რომელიც ადგილობრივმა გამგებლებმა უნდა მოაგვარონ. ზვიად ჩხაიძემ განმარტა, რომ რეგიონებში ტექნიკის რაოდენობა მომავლი წლიდან გაიზრდება, ხოლო ის ხარვეზები, რომელიც ამ ეტაპზე ფერმერებს აწუხებთ, მოგვარდება.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში, 37 ათასი ბენეფიციარია. ამ დროისთვის 778 ჰექტარი მიწაა დამუშავებული. შპს „მექანიზატორში“ ვარაუდობენ, რომ წელს სულ 1 746 ჰექტარი მოიხვნება.