”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბებიისა და შვილიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უსაფრთხოების მიზნით დაიხურა

SASAMARTLOOახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა მოსამართლემ დახურა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ამ დროისათვის, გენადი იაკობაძის დების დაკითხვა მიმდინარეობს. მოსამართლე გივი ლონდარიძის განმარტებით,  სხდომა დახურულად დების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოაცხადა. შედეგად პროცესი დატოვეს გოგაშენის მაცხოვრებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა.

მოსახლეობამ მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მათი თქმით, სამართალდამცველები ბრალდებულის ინტერესებს იცავენ, თუმცა, თანასოფლელების მტკიცებით, დებ იაკობაძეებისთვის ამ დრომდეც არაფერი დაუშავებიათ და შეურაცხყოფის მიყენებას არც ახლა აპირებდნენ.

დღევანდელ პროცესზე, დების გარდა, დისტანციურად ექსპერტ თემურ ხარებავას მოწმის სახით დაკითხვაც იგეგმება, თუმცა დაცვის მხარე მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

სასამართლო დღეიდან  საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს განიხილავს.

სხდომის დასრულებამდე მოსახლეობასთან ერთად სასამართლოში რჩება ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფიც. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე