”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს–მ ასპინძის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს .

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე 32635 კვ.მ მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 50 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 21 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე