”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა

axalcixeახალციხეში 30 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ. ორი შვილის დედა, რომლის ოჯახიც რაბათის უბანში ცხოვრობს, სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები მას ვერ უკავშირდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნის საქმე ახალციხის რაიონულ სამმართველოშია შექმნილი. მათთან დაკარგვის თაობაზე განცხადება 20 მარტს შევიდა.

სამართალდამცველები ახალგაზრდა ქალს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებენ.

Information

This entry was posted on 26/03/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე