საჯარო მოხელეთა გადამზადება დასრულდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის საქმისმწარმოებლებს, ტრენინგების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები ოფიციალურად გადაეცათ.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის ქეთევან ჯაყელის განმარტებით, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთ–ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი და პროგრესული პროდუქტი, რომლის მიზანი საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაციაა.
შეგახსენებთ, რომ შვიდივე მუნიციპალიტეტის საქმის მწარმოებლებმა , კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგები, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარეს. მათ გადამზადებას ჟვანიას სკოლის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ. ტრენინგი სამ ეტაპად ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გადამზადება ადგილობრივი თვითმმართველობის 70–მა მოხელემ გაიარა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო აპარატთან 2014 წლის ნოემბრის თვიდან თანამშრომლობს.