”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება პირველი აპრილიდან შეეძლებათ

fuli2დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციის შევსება პირველი აპრილიდან დაიწყება, რის შემდეგაც შესაბამისი თანხა ანგარიშზე სამი თვის განმავლობაში ჩაირიცხება. ამისთვის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში და სისტემაში მთლიანად უნდა იყოს ნაჩვენები ის ხელფასი, რაც მას ერიცხება.

დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც 2014  წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე  აქვთ აღებული.  მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს  დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ ხელფასის ოდენობა 1800 ლარზე ნაკლებია, დაბრუნებას  კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმი  470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა და თანხის ოდენობა ჯამში 131 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

დეკლარაციის შევსება 1 აპრილიდან მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე