”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურა ხუციშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

zura xucishviliყოფილი პოლიტპატიმრის ცემის ფაქტზე  გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ისჯება.

შეგახსენებთ, რომ ზურა ხუციშვილმა ცემაში ახალციხის მერიისა და გუბერნიის თანამშრომლები, მათ შორის შპს “კეთილმოწყობის” ხელმძღვანელი გიორგი ბალიაშვილი  დაადანაშაულა.

ყოფილი პოლიტპატიმრის თქმით, შემთხვევა 20 მარტს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მან სამართალდამცველებს გამოძიებისათვის 21 მარტს მიმართა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე