ზარზმელის ქუჩაზე სავალი გზის მოასფალტება დაიწყო. სამშენებლო სამშოები დღეს, 25 მარტს, სამხარეო ადგმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა დაათვალიერეს. რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა პროექტით და კიდევ რომელი ქუჩების კეთილმოწყობას აპირებს მერია 2015 წელს.
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის პირველი საფარისათვის საჭირო მასალა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა თანდასწრებით გაიშალა. სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ რამდენიმე წლიანი უგზოობის შემდეგ, ე. წ ,,ადინაცეტების“ მოსალხეობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლების რეაბილიტაცია აუცილებელი იყო, რადგან მოუწესრიგებელი სავალი გზა მათ გადაადგილებისას პრობლემას უქმინიდა. თუმცა დასახლების მაცხოვრებლებმა თებერვლის თვეში დასაგები გზის სიგანე გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, პროექტი არასწორად იყო დაგეგმილი, რის გამოც გზა ვიწროვდებოდა, სამაგიეროდ განიერი იყო ბორდიური. მათი მოთხოვნით, ახალციხის მერიაში პროექტი შეიცვალა. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამჯერად ახალი პროექტი უკეთესია.
პროექტის შეცვლისა და ხარვეზების შესახებ საუბრობს ახალციხის მერიც. გიორგი კოპაძის თქმით, პრობლემა პროექტის შემსრულებლებთან შეთანხმებით მოგვარდა, ამ დრიოსთვის კი სამუშაოები ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ზარზმელის ქუჩის მოწესრიგება მერის წინასაარჩევნო დაპირებაში შედიოდა. გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი დასახლებაში გამწვანება და განათება გაკეთდება, რისათვისაც მერის განმარტებით, საპროექტო სამუშოები უკვე დაწყებულია.
ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსდა, თუმცა მისი დასრულება სახელმწიფოსგან დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. ადგილობრივ თვითამმრთველობაში ამბობენ, რომ პროექტისათვის 597 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ქუჩის შემდეგ ქალაქის მერია 16 დასახლების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონ ნახევარი დაიხარჯება. გარდა ამისა, იგეგმება ახალციხის 16 ქუჩის კეთილმოწყობა. მათ შორისაა მიქუტიშვილის ქუჩა, რომლისთვისაც წელს 350 000 ლარი გამოიყო.