”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურა ხუციშვილი გუბერნიისა და მერიის თანამშრომლებმა სცემეს?

10406427_699212730116509_6642000980620712701_nყოფილი პოლიტპატიმარი გუბერნიისა და მერიის თანამშრომლებს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მის ცემაში ადანაშაულებს. ზურა ხუციშვილი აცხადებს, რომ ფაქტი შენობაზე განთავსებულმა კამერებმა დაფიქსირეს, ამიტომ იგი ვიდეო–მასალის მიწოდებას ითხოვს.

ხუციშვილის განცხადებით, მათ შორის ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა შპს “კეთილმოწყობის” სამსახურის უფროსი გიორგი ბალიაშვილია.

როგორც მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, შემთხვევა 20 მარტს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მისივე თქმით, რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული  ხუციშვილს ამას ექსპერტიზა გაარკვევს.

საქმის შესახებ დეტალები ნუგზარ სამარჯიშვილისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე