”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთიდან თბილისის მიმართულებით აქციაზე დამსწრეთა კოლონა უკვე დაიძრა

ახალციხიდან თბილისის მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთან ავტოკოლონა თერთმეტი საათისათვის გავიდა. ადიგენიდან, ასპინძიდან  და ახალციხიდან ათობით მიკროავტობუსი და ავტომანქანა საბარგო სადგურის ტერიტორიიდან ერთდროულან დაიძრა.

 

ნაციონალური მოძრაობის  მახარდამჭერები აცხადებენ რომ დედაქალაქში აქცია მშვიდობიანად ჩაივლის, მათთ კი ერთი მთავარი მოთხოვნა, მთავრობის გადადგომა  აქვთ. მახარდამჭერებთან ერთად  აქციაზე წავიდნენ ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც.

  როგორც გელა დემეტრაძე აცხადებს რეგიონიდან თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას 2 ათასამდე ადამიანი შეუიერთდება.

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება და  აქციის ძირითადი ნაწილი, ე.წ. მიტინგი შედგება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი   შეკრება – ერთი ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე