”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ დასრულდა

„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც ახალციხეში 20 მარტს გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, სამ წლიანი მუშაობის პროცესი გაიხსენეს და  საკუთარი მუშობის შედეგებზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, პროექტში  ახალციხესა და ახალქალაქიდან 700–მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. სტუდენტებსა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სამოქალაქო განათლება მიეღოთ და კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყვნენ. პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა, იგი ქვეყნის რეგიონებში  გაეროს ასოციაციამ  გახორციელა. სამი წლის განმავლობაში პროექტი ქვეყნის 13 ქალაქში მიმდინარეობდა. დასკვნითი ღონისძიებები თითოეულ ქალაქში ეტაპობრივად გაიმართება.

Information

This entry was posted on 21/03/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე