”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“უნიმედი სამცხეში” ექიმები სამი თვის აუნაზღაურებელ ხელფასებს ითხოვენ

saaavadmyofo ახალციხის სამედიცინო დაწესებულება “უნიმედი სამცხეში” 50–მდე მედიკოსი სამი თვის განმავლობაში დაგვიანებულ ანაზღაურებას ითხოვს.

ამ წუთებში, მედიკოსებსა და საავადმყოფოს ხელმძღვანელეობას, ქალაქის მერი და თვითმმართველობის სხვა წევრები ხვდებიან.

შეხვედრის დეტალები მედიისათვის უცნობია.  როგორც დაწესებულების დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრა დახურულია და მედიის წარმომადგენლები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ შენობაში თუ ”ჩემი ოჯახის კლინიკის”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ნებართვას მიიღებენ.

დაესწრებიან თუ არა მედიის წარმომადგენლები  შეხვედრას, ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის, ”ჩემი ოჯახის კლინიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლისგან პასუხს ელოდებიან.

“მეცხრე არხი” ადგილზე მუშაობს, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე