”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნოდარ ბალახაშვილი: ,,რიტუალების სახლი აღარ არის სოფლების პრიორიტეტი“

სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყო. ტერიტორიული გაერთიანებების  რწმუნებულები მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებენ და სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს მათთან ერთად არჩევენ.

სასმელი და სარწყავი წყლის მოწესრიგება, სოფლამდე მისასვლელი გზების მოწყობა, ბაგა ბაღების რეაბილიტაცია და მოედნების  მშენებლობა – ეს ის პროეტქებია, რომლის განხორციელებაც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის  მაცხოვრებლებს სურთ.  სოფლის მოსახლეობა პრიორიტეტებს წელსაც რამდენიმე მიმართულებით განსაზღვრავს. თუმცა მოსახლეობის  უმეტესობა კვლავს წყლის რეაბილიტაციას ითხოვს.

დღეს დღეობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში  რწმუნებულები კრებებს აწყობენ და სწორედ შეხვედრაზე ხდება პრიორიტეტების შერჩევა.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ გაერთიანებებში  თანხა სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება და არსებული პრობლემების მოგვარება  თითოეულ სოფელს 4 000–დან 80 ათას ლარამდე ფარგლებში ხდება.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები ამბობენ, რომ სოფლებში მოსახლეობის აზრი იყოფა, ამიტომ პრიორიტეტების შერჩევა ამის გამო ჭიანურდება.  ამასთანავე, მათივე მტკიცებით, სოფლის მოსახლეობა არ აქტიურობს და კრებებს არ ესწრება. ამიტომ ისინი ადგილობრივებს ჩართულობისაკენ მოუწოდებენ. რწმუნებულების თქმით,  რომელი პრობლემა მოგვარდება სოფლებში და თანხები რა კუთხით დაიხარჯება – ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

სოფლის მოსახლეობის პროგრამა 2015 წლიდან შეცვლილი სახით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაახლოებით 650 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებზე კომლების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.  ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანონ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით თანხა მუნიციპალიტეტში დამატებითი პროექტის დასაფინანსებლად მიმართონ. ამასთანავე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო  უფლებას   იტოვებს, თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მონიტორინგი განახორციელოს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე