”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხნის ახალი შენობა და პირობები

მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ქარხნების რეაბილიტაციას აგრძელებს. ნომერ პირველი ჩამომსხმელი ქარხანა უკვე ერთი წელია ახალ შენობაში გადავიდა და თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა. შედეგად, ახალი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა.

თანამედროვე ტექნოლოგიები, საერთაშორისო სტანდარტები და წელიწადში 450 მილიონ პირობით ბოთლამდე გაზრდილი სიმძლავრე – ბორჯომის #1  ჩამომსხმელი ქარხნის ახალ შენობაში სამუშაო პროცესი მარტივად და სწრაფად მიმდინარეობს. ქარხანა, სადაც ბორჯომის მინერალური წყლის წარმოება ხდება,  რამდენიმე ბლოკისგან შედგება. შენობაში განთავსებულია  საოფისე კორპუსი, საწარმოო, სასაწყობე, ყოფითი და ენერგეტიკულ–საკომუნიკაციო ბლოკები.  დირექტორი განმარტავს, რომ მათთან უმაღლესი ხარისხის მინერალური წყალი ისხმევა. სტეფანე გაბრიელიძის თქმით, ქარხანა  მსოფლიოში არსებულ მსგავსი ტიპის საწარმოებს ღირსეულ კონკურენციას უწევს.

ბორჯომის #1  ჩამომსხმელ ქარხნაში 300– მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა თითქმის  100 %–ს ადგილობრივები შეადგენენ. კომპანია ქარხანაში დასაქმებულთათვის სხვადასხვა სახის სოციალურ პაკეტს ახორციელებს. თანამშრომლები უფასო კვებით, ტრანსპორტით, დაზღვევითა და სადღესასწაულო პრემიებით სარგებლობენ.

ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხნის ახალი შენობა 2014 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. მისი საერთო ფართი 8 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. თანამშრომელთა თქმით, ახალ ქარხანაში მუშაობა ბევრად მარტივი და კომფორტულია.

„IDS ბორჯომი–საქართველოს“ პორტფელში მინერალური წყლების ისეთი ცნობილი ბრენდება, როგორებიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „მიტარბი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“. #1 ჩამომსხმელი ქარხნის გარდა, კომპანიის შემადგენლობაში შედის ნომერ მეორე ქარხანა „ბორჯომიმინწყლებიც“,  რომელიც მინერალური წყლების მოპოვებაზე, საძიებო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიაში მთლიანად 750 ადამიანია დასაქმებული. IDS ბორჯომი–საქართველო ქვეყნის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე