ახლად დაარსებულმა არასამთვარობო ორგანიზაციამ ,,ძლიერი ქალი–ძლიერი სახელმწიფო“, პირველი საჯარო ლექცია ახალციხეში გამართა. ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, ლალი მოროშკინა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ბიზნეს პიარისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ ესაუბრა. გარდა ადგილობრივებისა, შეხვედრას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძლიერი ქალი– ძლიერი სახელმწიფო„ გუშინ 17 მარტს დაფუძნდა. მის მიზანს ქალებსა და მოზარდებში სამოქალაქო განათლების ხარისხის და ინტელექტუალური შესაძლებებობების გაზრდა წარმოადგენს. ამისათვის ორგანზიაციის 5 დამფუძნებელი, წარმატებული ქალი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებს გამართავს. კულტურა, ბიზნესი, განათლება, სამართალი, სამოქალაქო უფლებები–ეს ის 5 მიმართულებაა, რომლითაც ორგანიზაცია იხელმძღვანელებს. ,,ძლიერი ქალი–ძლიერი სახელმწიფოს“ ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი თინა გელაშვილი იქნება.