,,ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დღეს ახალციხის #5–ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. მის მიზანს ახალგაზრდული საკრებულოების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. პროექტს არასამთავრობო ორგანზიაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ახორციელებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ახალგაზრდული საკრებულოები ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნება, სადაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაერთიანდებიან. ისინი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებენ, კერძოდ, მათ მიზანს ახალგაზრდებში სამოქალაქო დონის ამაღლება, მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება , ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმინობაში და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა წარმოადგენს.