”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ფერმერებმა 1 100 ბარათი უკან დააბრუნეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობა ხვნის ბარათებს აქტიურად იყენებს. მცირემიწიან ფერმერთა, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ხვნის ბარათი 8 253 ბენეფიციარისთვის ჩამოვიდა.  ამ ეტაპზე დარიგებულია 6 700 ბარათი, თუმცა აქედან ფერმერებმა 1 100 ბარათი უკანდააბრუნეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ტექნიკა მობილიზებულია და მიწის დამუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე ხვნის ბარათით 500 ჰექტრამდე მიწის ფართობია დამუშავებული, ხოლო 57 ჰექტრამდე გაკორდებული მიწაა დამუშავებული.

მცირემიწიან ფერმერთა, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ხვნის ბარათი 8 253 ბენეფიციარისთვის ჩამოვიდა.  ამ ეტაპზე დარიგებულია 6 700  ბარათი, თუმცა  ფერმერებმა 1 100 ბარათი უკანდააბრუნეს.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ხვნის ბარათს  37 481 ბენეფიციარი მიიღებს. რეგიონში ბარათების 80% უკვე დარიგებულია, დამუშავებულია  430 ჰექტარი  მიწის ფართობი.  ახალქალასა და ნინოწმინდაში  ხვნის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ხვნის ბარათების საჭირო რაოდენობა 19 მარტს მიიღო.  ფერმერებს მისი გამოყენება 1 დეკემბრამდე შეეძლებათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე