დიდ მიტარბში დღეს როზველტი ფილიევის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება დილის 6 საათზე შევიდა.
ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხერხდა, ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა. ხის ძველი სახლი მთლიანად დაიწვა და აქ მცხოვრები ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.
You must be logged in to post a comment.