”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი ახალციხეში რეგიონის განვითარების პროგრამას დღეს წარადგენს

cms-image-000029014 საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთიდან იწყებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს ახალციხეს ეწვევა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რეგიონის საწარმოო რესურსების შესახებ ისაუბრებს.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შესწავლილია ყველა მუნიციპალიტეტსასა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულის ოფისში, 15:00 საათზე დაიწყება.
პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე