”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მერიამ 113 000 ლარად ნაგავმზიდი შეიძინა

ქალაქ ახალციხის მერიამ, ტერიტორიული ერთეულიდან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით, ახალი ნაგავმზიდი სატვირთო ავტომობილი შეიძინა.

 

სპეცტექნიკა სარგებლობით დასუფთავების სამსახურს შ.პ.ს. „კეთილმოწყობას“ უკვე გადაეცა, რომელიც ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ემსახურება. ნაგავმზიდის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 ათასი ლარი გამოიყო. როგორც მერიაში განმარტავენ,  ავტომანქანის გარდა,  დამატებით 40  ნაგვის ბუნკერის შეიძინაც მოხდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე