– ბოლო მონაცემებით, 3 000-ზე მეტ გადამხდელს 300 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანება ჩამოეწერა, საერთო ჯამში, კი, ოქტომბრამდე, 20 000-ზე მეტი გადამხდელი მილიარდ ლარზე მეტი დავალიანებისგან გათავისუფლდება, – საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ მიზანი ბიზნესის წახალისებაა.
შემოსავლების სამსახურში გადამხდელთა ის კატეგორიები დაასახელეს, რომელთაც კოდექსში შეტანილი ცვლილებები შეეხოთ. მათ შორის ის პირებიც არიან, რომელთაც სალარო აპარატის გამოყენების წესები დაარღვიეს.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილეები 2014 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა.