”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 2 პიროვნება ამხილეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის და ახალციხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა,  ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, 1964 წელს დაბადებული ემზარ ხ. და 1977 წელს დაბადებული გერვასი კ.  ამხილეს.

სამართალდამცველებმა ემზარ ხ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისთან, ტყეში, ხოლო გერვასი კ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე იმ დროს ამხილეს, როდესაც მათ უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 14 ცალი 3 მეტრის სიგრძის, 2 ცალი 17 მეტრის სიგრძის და 19 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი სატვირთო ავტომანქანებით გადაჰქონდათ.

პოლიციამ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო. დადგინდა, რომ გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობა 1875 ლარს შეადგენს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Information

This entry was posted on 12/03/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე