”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ციფრული მაუწყებლობისათვის ტელევიზიებს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდებათ

ციფრული მაუწყებლობა და მასთნ დაკავშირებული პრობლემები– 14 რეგიონული ტელევიზია მაუწყებლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად ერთობლივი ძალებით ემზადება. დაახლოებით 3 თვეში მაყურებელი სატელევიზიო მაუწყებლობას არა ანალოგური, არამედ ციფრული სიგნალების საშუალებით მიიღებს.

საქართველოში მოქმედი 14 მულტიპლექსის მფლობელი რეგიონული ტელევიზია ქსელის სახით ერთიანდება. მათი მიზანი ციფრეულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, ტექნიკური მხარის ერთობლივი, ეფექტური დაგეგმვაა, რომლის საშუალებითაც საკუთარ მაყურებლებს კარგი ხარისხის მაუწყებლობა  უსასყიდლოდ უნდა შესთავაზონ. გარდა ამისა, იმისთვის, რომ აუდიტორიას საინტერესო პროდუქტი მიაწოდონ, 14–ვე რეგიონული ტელევიზია, გადაცემების შინაარსობრივ მხარეზე ერთად იმუშავებს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, რეგიონული ტელევიზიებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ტელეკომპანია „ბორჯომის“ განვითარების მენეჯერი.  ტრისტან ცუცქირიძე ამბობს, რომ პროცესი დიდ ძალისხმევასთან და რაც ყველაზე მთავრია, ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული. მისივე განმარტებით, ყველა რეგიონულ მაუწყებელში გასაახლებელია მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, გარდა ამისა, აუცილებელია თანამშრომელთა გადამზადება და არხის შინაარსობრივ მხარეზე ზრუნვა.

მიუხედავად რეგიონულ ტელევიზიებში შექმნილი პრობლემებისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მათი ხელმძღვანელები მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევენ. ტელევიზიის დირექტორები განმარტავენ, რომ რეგიონებში, სადაც სატელევიზიო სიგნალის მიწოდება ხშირად პრობლემას წარმოადგენს და გადაცემები არასახარბილეო ხარისხით მიეწოდება, მიმდინარე წლის 17 ივნისიდან სიტუაცია გამოსწორდება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ემზადება ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“. იმ 14 ტელევიზიას შორის, რომლებიც საერთო საქმისთვის ერთიანდება, ახალციხის „მეცხრე არხი“ ერთ–ერთია. 2015 წლის 17 ივნისიდან არხი მაუწყებლობას განახლებული ეთერითა და შეცვლილ ფორმატით იწყებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე