”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრება

– ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოწადინებულები არიან, რომ ყველა ხარვეზი მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებთან, გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

პრემიერმა ჟურნალისტებთან რეგიონების განვითარების პროგრამასა და მის მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში ბიზნესისა და მცირე წარმოების განვითარება  მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პროგრამის პრეზენტაციას ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კვირაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამართავს.

პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს 11 მარტს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელიც მთავრობის 5 მარტის სხდომაზე დაინტერესდა, თუ რატომ ჩნდება პრობლემები რეგიონებში განსახორციელებული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების თვალსაზრისით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე