”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პრემიერ მინისტრი მერებსა და გამგებლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

cms-image-000029014ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრას გუბერნატორები, მერები და გამგებლები ესწრებიან. თბილისში იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველი პირები. აღნიშნული შეხვედრა გასულ კვირას დაანონსდა.

შეხვედრას ცენტრალური მთავრობის რამდენიმე წევრი ესწრება. მათ შორის- ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

Information

This entry was posted on 11/03/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე