”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში კუსტარულად დამზადებული სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

197DSC09885გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი, კუსტარულად დამზადებული, პირველადი გადამუშვების სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

კუსტარულად დამზადებული საამქროს დაშლა და გადატანა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთშია შესაძლებელი, რაც მსგავსი ტიპის სახერხის გამოვლენას ართულებს. ამავე საამქროს ტერიტორიაზე ასევე, გამოვლენილია უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის პირველი ხარისხის მერქანი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის იარაღები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანს დადგენა, რის შემდეგაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე