”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქების მერებს შეხვდება

cms-image-000029014საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში მერებს შეხვდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას თავადაც დაესწრება.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრემიერს მიეწოდება ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ნარმანიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ პროექტებზე იქნება საუბარი.

“ჩვენ მზად ვართ, რომ პრემიერს ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც ხელთ გვაქვს”, – განაცხადა ნარმანიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც.
რას შეეხება კითხვას, რომ პრემიერ-მინისტრი ხვალ მერებს მისი ანგარიშის საფუძველზე ხვდება, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.

გამოყოფილი თანხების ათვისებას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რაზეც მე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. ეს არის ტენდერების გამოცხადება, საპროექტო სამუშაოები. ხვალ ჩვენ დეტალურად გავივლით ყველა ამ საკითხს”, – განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემები, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემები ყველგან არის.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე