ახალციხეში გვარამაძის ქუჩაზე ქალაქის მერმა რეაბილიტირებული ხიდი გახსნა. პროექტი რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროდან დაფინანსდა, ვადაზე ადრე დასრულდა. გიორგი კოპაძის თქმით, ქალაქში სამუშაოები ხარისხიანად და დროულად შესრულდება. გვარამაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „არალმა“ შეასრულა, მშენებლობა 121 380 ლარი დაჯდა.
დღესვე ქალაქის მერმა ზარზმელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა. გია კოპაძის თქმით, ახალციხის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო მერია მილიონ ლარს დახარჯავს, კულტურულ აქტივობებზე და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდება სოციალურ პროგრამებსაც, ხოლო ვეტერანებს ყოველთვიური დახმარება გაეწევათ.