”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რამდენად აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება ახალციხეში?

სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ადამიანების, თვითორგანიზებული საინიციატივო ჯგუფებისა და თავისუფალი ასოციაციების გაერთიანებაა. მათი უმთავრესი მიზანი პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ინტერესების, იდეების დაცვა და წარმოდგენა გახლავთ. მსგავსი გაერთიანებები ახალციხეში არც თუ ისე ბევრია.

მაკა ფეიქრიშვილის დღე 10:00 საათზე იწყება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ყოველდღიურად აქტიურ ქალებთან შესახვედრად მიდის. იგი „მესხ ქალთა გაერთიანების“ კლუბის წევრია, რომელიც ქალთა უფლებების  დაცვის კუთხით მუშაობს.  ეს არის გაერთიანება, სადაც სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე მანდილოსნებს ერთი მიზანი ამოძრავებთ. მათ კრედოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეების, კერძოდ, მანდილოსნების გააქტიურება და ქალების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა წარმოადგენს. წევრების მტკიცებით, ახალციხეში სამოქალაქო საზოგადოება არცისე აქტიურია, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის, პოლიტიკურ სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

„მესხ ქალთა გაერთიანების“ მსგავად ერთი მსოფლმხედელობის მოზარდები  გაერთიანდნენ  კლუბ „ალფაში“. მეექვსე სკოლის მოსწავლეებმა პროექტების წერა დაიწყეს, გრანტები მოიზიდეს და საკუთარი გეგმების განხორციელებას სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით შეუდგნენ. ახალგაზრდებმა იმ საკითხების  მოგვარება დაიწყეს, რომელიც მათი ასაკის მქონე პირებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურადაა ჩართული, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური ინტერნეტ–გაზეთის რედაქციაც. ისინი თავიანთი საიტის JAV.GE–ს საშუალებით სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ღონისძიებებს ორგანიზებას თავადვე უწევენ. მათი თქმით, ახალგაზრდების გაერთიანება, ერთ გუნდად შეკვრა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა სამოქალაქო საზოგადოებას გააძლიერებს.

სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ადამიანების, თვითორგანიზებული საინიციატივო ჯგუფებისა და თავისუფალი ასოციაციების გაერთიანებაა. მათი უმთავრესი მიზანი პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ინტერესების, იდეების დაცვა და წარმოდგენაა. სამოქალაქო საზოგადოების რიგებში უამრავი ურთიერთსაპირისპირო შინაარსის ჯგუფი  არსებობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე