”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

world vision–მა მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების დაფინანსება დაიწყო

გამართული იდეა, პრობლემატური საკითხი და სწორად გაწერილი ბიუჯეტი–ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით,  world vision–მა მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  პროექტების შერჩევა დაიწყო. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების  საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ  დაწერილ პროექტებს, ორგანიზაცია მხოლოდ იმ შემთხევაში დააფინანსებს თუ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

კონკურსის   ფარგლებში სამი საუკეთესო იდეა შეირჩევა, რომლის განხორციელებისთვისაც,  საჭიროებისამებრ, 1000–დან –1500 ლარამდე თანხა გამოიყოფა. world vision–ს  პარტნიორობას საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს,  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდიც   უწევს.   ორგანიზაცია  2008 წლიდან,  ბოლო ექსვი წელია ბავშვთა განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომელშიც  ადიგენისა და ახალციხის 18 თემია ჩართული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე