ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12 პროცენტით ვართ წარმოდგენილნი, 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი, ქვეყნის არცერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი არ არის ქალი, დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის, ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა–მსგავსი ლოზუნგებით ახალციხის ცენტრალურ პარკში აქცია მოეწყო.
„მეტი ქალი პარლამენტში“–ამ სახელწოდებით გამართულ მსვლელობას სტუდენტები, ადგილობრივი სამოქალქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციაზე ორგანიზატორებმა მანიფესტიც წაიკითხეს, სადაც ჩამოყალიბებული იყო მოთხოვნები და ქალების როლი. მსვლელობა „მეტი ქალი პარლამენტში” დღეს ერთდროულად საქართვეოს 24 ქალაქში გაიმართა.