”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“თვალის წყალში” საშიში ბაქტერიების არსებობა დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მოსახლეობას აფრთხილებს, სასმელად წყაროს წყალი არ გამოიყენოს. სააგენტოს განცხადება მარდის დასახლებაში მესხეთისა და იაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ეგრეთ წოდებულ. „თვალის წყალს“ ეხება, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს.

ახალციხეში მარდის დასახლებაში არსებულ წყაროს წყალში საშიში ბაქტერიების არსებობა დადასტურდა. ლაბორატორიული კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. წყაროდან აღებულ სინჯში კვლევამ საერთო კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა დაადგინა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი ე.წ თვალის წყლით დღემდე სარგებლობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს რომ ე.წ. „თვალის წყალი“ , გადადუღების გარეშე არ გამოიყენოს, რადგან მასში მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი დარღვეულია და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო ასევე, სასმელი წყლიდან ახალციხის მესამე საბავშვო ბაღში.

სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა მიაწოდა. ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქში პირველი კვლევა სწორედ სასმელ წყალზე ჩაატარეს. სინჯების აღებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარდაში არსებული წყაროს წყალი და მესამე ბაღის სასმელი წყალი მიკროორგანიზმებით დაბინძურებული იყო. ცენტრის დირექტორის განმარტებით, შესაბამის უწყებებს მაშინვე ეცნობა. ეთერი ზედგინიძე აცხადებს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეაგირება ორ დღეში მოახდინა და ბაღში არსებული სისტემური პრობლემა აღმოფხვრა. რაც შეეხება წყაროს წყალს, მასზე პასუხისმგებლობა წყალმომარაგების კომპანიას არ ეკისრება.

ეთერი ზედგინიძე ფიქრობს, რომ სურსათს ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღში სასმელ წყალზე კვლევა პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ ჩაატარა. შედეგად წყალი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს უკვე აკმაყოფილებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე